ყველა ვინც წერს, იმიტომ წერს რომ ვინმე[ებ]ს გაუზიაროს რამე.
ასე ვარ მეც.
ოღონდ კარგად დამწერს, კარგად წამკითხავიც უნდა.
მე ამ პოსტს კარგად ვწერ.
ამბობენ ძირითადი აზრი სტრიქონებს შორისაა ჩამალულიო.
ამ შემთხვევაშიც ასეა.
და იმასაც ამბობენ
"კარგად" მკითხველი მას ადვილად ამოიკითხავსო.
შენ კარგად მკითხველი ხარ.
დღეს კარგი დღე იყო.
არც ისე.
საძულველი და ყოვლადძნელი ორშაბათის სტერეოტიპი უკვე მეორე კვირაა დავამსხვრიე.
მაგრამ მაინც არ იყო კარგი დღევანდელი დღე.
დამსხვრევაში "ლაითი" (მსუბუქი) კვირის დასაწყისი იგულისხმება მხოლოდ ორი ლექციით და "ვსო".
მაგრამ ლექციამდე მისვლა დღეს გამირთულდა.
დილის გაღვიძებისა და "პროცედურების" შემდეგ სახლიდან გავედი და სამარშრუტო ტაქსში ავედი.
დავჯექი სკამზე და ცეცხლთან მოთამაშე გოგონა ამოვიყვანე ჩანთიდან.
მეტრომდე ასე მივედი.
სწორედ სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოსვლისას შევამჩნიე, რომ ერთად გვიმგზავრია.
ჯიბე მოვიქექე და ფული ამოვიღე.
არა, არც კი მიფიქრია გადახდა მისთვის.
ფული გადავითვალე, ზუსტად იყო.
ათად გაიკეცა და მანც ზურგი შემაქცია. უკან მივყვებოდი 5-10 სმ შუალედით და ვითომც არაფერი.
არ მიყვარს ბევრი ხურდები რომ მიყრია ჯიბეში.
ზუსტად ჩემ წინ მივიდა მძღოლთან. მერე ჩავიდა და ისე გავარდა გეგონება მისდევდა ვინმე.
ბევრი ხურდა არ მიყვარს, მაგრამ ყოველ დილით განსაზღვრული 70 თეთრი საღეჭ რეზინზე მიდის.
ის დაწინაურდა. ერთი-ორი რაღაც გამახსენდა. მერე ათი. მერე თვალს მიეფარა.
დღესაც საღეჭი რეზინის საყიდლად შევჩერდი რამდენიმე წამით.
ალბათ უკვე ჩავიდა მეტროში.
გამყიდველმა, როგორც ყოველთვის, თეთრი ორბიტი ვუთხარი და ლურჯი "შემომთავაზა".
ცალი თვალით გამყიდველისკენ ვიყურებოდი და ცალით იქით. ვერ დავინახე.
როგორც იქნა "ვივაჭრე" და წავედი მეტროსკენ.
მეტროს შესასვლელთან იდგა. ისევ ზურგით.
იეს. მწვანე აინთო, ანგარიშზე მქონია თურმე. ესკალატორი.
ქვემოთ ჩასულმა კიდევ ერთხელ დავინახე, ისევ ზურგიდან.
მეტრო დაიძრა.
მხოლოდ სამჯერ დავინახე. სამივეჯერ ზურგიდან.
გრიხინი.
დელისი.
ლექტორი არაა.
ის ორი საათიც გაცდა რაც მქონდა დღეს.
მიუხედავად მხოლოდ სამჯერ დანახვისა, დღეს გოგონას მაინც არ უთამაშია ბევრი ცეცხლთან.
:))
FUCK YOU